ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ განვიხილეთ, რა გავლენა აქვს საავტორო უფლებების კანონმდებლობასა და გამოყენების წესებს ჩვენს სასწავლო გარემოზე.
მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით... შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს. მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ ,რადგან ვისწავლე და გავეცანი თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები,ასევე როგორ დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამდიდრებასა და 21 საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
Comments
Post a Comment